დაბრუნების პოლიტიკა

პროდუქტის დაბრუნების წესი დისტანციური შესყიდვებისთვის

შესყიდვის პროცესის დასრულებით აცხადებთ თანხმობას მომსახურების/პროდუქტის მიღებაზე/შეძენაზე და ეთანხმებით დისტანციურად შეძენილი პროდუქტის წინამდებარე დაბრუნების წესს.

თქვენ-მომხმარებელს, უფლება გაქვთ, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე, 14 დღის ვადაში თქვათ უარი დისტანციურ ხელშეკრულებაზე/შესყიდვაზე/მომსახურებაზე.

დაბრუნების 14 დღიანი ვადის ათვლა იწყება პროდუქტის ნასყიდობის შემთხვევაში, პროდუქტის თქვენთვის ან თქვენს მიერ განსაზღვრული მესამე პირისათვის გადაცემის დღიდან (გარდა გადამზიდავისა), ხოლო მომსახურების ხელშეკრულების შემთხვევაში - ხელშეკრულების დადებიდან.

პროდუქტის დაბრუნების გამონაკლისი შემთხვევები:

მომხმარებელს არ აქვს უფლება უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ:

მიწოდებული პროდუქტი მალფუჭებადია ან მას მოკლე ვარგისობის ვადა აქვს;
თქვენ მოგეწოდათ ჰერმეტულად დაცული პროდუქცია, მისი ჰერმეტულობა მიწოდების შემდეგ დაირღვა და ამდენად, პროდუქციის დაბრუნება შეუძლებელია ჯანმრთელობის ან ჰიგიენური ნორმების დაცვის გამო. აღნიშნული შემთხვევები ექვემდებარება ინდივიდუალურ განხილვას;

"მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-14 მუხლით განსაზღვრული სხვა გამონაკლისი შემთხვევები.
შენიშვნა: დალუქული პროდუქტის შეძენის შემთხვევაში პროდუქტის დაბრუნება შესაძლებელია, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ არ განხორციელებულა პროდუქტისთვის ე.წ. ფირის, ლუქის, ჰოლოგრამის მოხსნა, არ დარღვეულა ჰერმეტულობა, პროდუქტს არ აღენიშნება მექანიკური ზემოქმედება / დაზიანება ან / და პროდუქტის იერსახე არ არის შეცვლილი.
მომხმარებლის თანხმობის შემთხვევაში მოვაჭრე უფლებამოსილია პროდუქცია შეცვალოს/ჩაანაცვლოს.