წესები და პირობები

როგორ ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს

MyDNA არ ამუშავებს და არ ინახავს თქვენ DNM-თან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ არც ერთ პირად ინფორმაციას.

  • კლიენტის სისტემაში რეგისტრაცია და ნიმუშის პასეხების მიღება ხდება tellmeGen-ის პლატფორმაზე.
  • დნმ-ის ანალიზის შედეგები იგზავნება პირდაპირ tellmeGen-ის ლაბორატორიაში, სადაც ხდება ყველა მონაცემის დამუშავება და შენახვა ხდება ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციის შესაბამისად და ქართულ სადისტრიბუციო მხარეს არანაირი შემხებლობა არ აქვს.

MyDNA უზრუნველყოფს თქვენი პერსონალური ინფორმაციის დაიცვას და იყენებს მას მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესებით - მომსახურების გაწევისთვის, კომუნიკაციისთვის და პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის (თქვენი თანხმობით).

  • ვიცავთ თქვენი მონაცემების უსაფრთხოებას.
  • არ ვიყენებთ მათ არამართლზომიერად.
  • გაწვდით სრულ ინფორმაციას მათი დამუშავების შესახებ.

თქვენი უფლებები

თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ:

  • რა მონაცემებს ვამუშავებთ თქვენზე.
  • რა მიზნით და რა საფუძვლით
  • ვის გადაეცა ინფორმაცია
  • თქვენი მონაცემების ასლი.
  • მონაცემების გასწორება, განახლება, დაბლოკვა ან წაშლა, თუ ამის სამართლებრივი საფუძველი არსებობს.

რომელ მონაცემებს ვაგროვებთ

პერსონალური ინფორმაცია:

ვაგროვებთ მხოლოდ იმ ინფორმაციას, რაც საჭიროა:

  • ანგარიშის შექმნისთვის.
  • შეკვეთის გაფორმებისთვის.
  • კომუნიკაციისთვის.
  • ვებ-გვერდზე კონკრეტულ აქტივობებში მონაწილეობისთვის.

ეს შეიძლება მოიცავდეს: სახელს, გვარს, ელ.ფოსტას, დაბადების თარიღს, ტელ. ნომერს, საკონტაქტო ინფორმაციას.

საკრედიტო ბარათის მონაცემები ჩვენს სისტემაში არ ინახება - გადახდა ხდება პარტნიორი ბანკის დაცულ პლატფორმაზე.

არაპირადი ინფორმაცია:

  • IP მისამართი
  • მოწყობილობა, ბრაუზერი
  • ნავიგაცია, ქცევა ვებ-გვერდზე
  • Cookies (ქუქიზები)

ეს გამოიყენება ვებ-გვერდის გაუმჯობესებისა და უსაფრთხოებისთვის.

რატომ ვიყენებთ თქვენს მონაცემებს

  • მომსახურების გასაწევად
  • შეკვეთების დასამუშავებლად
  • მხარდაჭერისთვის
  • უსაფრთხოებისა და თაღლითობის პრევენციისთვის
  • ვებ-გვერდის გაუმჯობესებისთვის
  • მარკეტინგული შეთავაზებების გასაგზავნად (თქვენი სურვილით)
  • მარკეტინგული შეტყობინებების მიღება შეგიძლიათ ნებისმიერ დროს გააუქმოთ.

ვის ვუზიარებთ მონაცემებს

  • კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სახელმწიფო სტრუქტურებს.
  • პარტნიორ სერვის-პროვაიდერებს (მხოლოდ იმდენად, რამდენიც მომსახურებისთვის არის საჭირო).
  • მესამე მხარეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიმდინარეობს კომპანიის რეორგანიზაცია/შერწყმა.
  • ყველა მესამე მხარე ვალდებულია დაიცვას კონფიდენციალურობის სტანდარტები.

Cookies

MyDNA იყენებს Cookies-ებს:

  • საიტის მუშაობის გასაუმჯობესებლად.
  • უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
  • მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.
  • სტატისტიკისთვის (Google Analytics, Facebook Pixel)

ქუქიზების გამორთვა შესაძლებელია ბრაუზერის პარამეტრებიდან, თუმცა შესაძლოა შეიზღუდოს საიტის ზოგი ფუნქცია.

მონაცემთა შენახვა და განადგურება

იმისათვის, რომ განისაზღვროს პერსონალურ მონაცემთა შენახვის ადეკვატური ხანგრძლივობა, ჩვენ მხედველობაში ვიღებთ ინფორმაციის მოცულობას, ხასიათს და სენსიტიურობის ხარისხს, არაავტორიზებული გამოყენების ან გამჟღავნების პოტენციურ რისკებს, პერსონალური ინფორმაციის დამუშავების მიზნებს და ამ მიზნების მიღწევის ალტერნატიულ გზებს პერსონალურ მონაცემთა გამოყენების გარეშე, ასევე, რა თქმა უნდა, კანონმდებლობისა და დადგენილი რეგულაციების მოთხოვნებს. თქვენს პერსონალურ მონაცემებს ამისათვის საჭირო ვადით დავამუშავებთ, რაც გულისხმობს კონკრეტული კატეგორიის პერსონალური მონაცემის დამუშავების კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადას ან ასეთის არარსებობის შემთხვევაში ჩვენზე ზოგადი კანონმდებლობით ან საერთაშორისო სტანდარტებით დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად საჭირო ვადას.

თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ ჩვენ მიერ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, ნებისმიერ დროს. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ ვერ შევძლებთ თქვენთვის დროული და სრულფასოვანი მომსახურების მოწოდებას და  შესაძლოა შეფერხდეს ჩვენი მომსახურება.

თქვენი მოთხოვნის შემთხვევაში ან იმ ვადის გასვლის შემდეგ, რა ვადითაც მუშავდება თქვენი მონაცემები, ისინი ნადგურდება წინასწარ დადგენილი წესით. მონაცემთა განადგურება გულისხმობს ელექტრონულად დაცული პერსონალური მონაცემების სამუდამო წაშლას, ხოლო ფიზიკური ფორმით შენახული მონაცემების ფიზიკურ განადგურებას.